უჯრედის ცენტრი, ვაკუოლი
უჯრედის ცენტრი არამემბრანულია, შედგება ორი ცენტრიოლისგან
მათ კედლებს ცირინდრული ფორმა აქვთ. ზომა: 1მკმ. ცენტრიოლები ურთიერთმართობულად არიან განლაგებულნი.ისინი მონაწილეობენ უჯრედის დაყოფისას თითისტარას წარმოქმნაში (უმაღლესი მცენარეების (ხავსები, გვიმრები,წიწვოვანი და ყვავილოვანი) უჯრედები არ შეიცავენ ცენტრიოლებს. უჯრედის ცენტრი თითისტარას წარმოქმნისანაფაზის ბოლოს და ქრება ტელოფაზაში

ვაკუოლი უჯრედის გარკვეული მონაკვეთია, რომელიც ამოვსებულია სხვადასხვა ნივთიერების წყალხსნარით. უჯრედისოსმოსური რეზერვუარია. ახასიათებს მცენარეულ (მოხუცებულ) უჯრედებს, უმდაბლესში ოსმოსურ მოვლენებშიმონაწილეობს. ცხოველურში გვხვდება მფეთქავი და მომნელებელი ვაკუოლი, რომელიც მცენარეულთან შედარებითმცირე ზომისაა. ვაკუოლი ციტოპლაზმისგან გამოყოფილია მემბრანით, რომელსაც ტონოპლასტს უწოდებენ.
. პლასტიდები და მიტოქონდრიები
მიტოქონდრიები 2 მემბრანული კომპონენტებია. გარე მემბრანა გლუვია, შიგნითა კი ქმნის ნაოჭებს- კრისტებს.მიტოქონდრიები შეიცავენ ნუკლეინის მჟავებს. მათი ფუნქციაა ატფ-ს სინთეზი და ამიტომ მას "ძალურ სადგურს"უწოდებენ. მიტოქონდრიებში სინთეზირდება მისთვის საჭირო ცილა. უჯრედული სუნთქვა მიმდინარეობსმიტოქონდრიებში. ამ დროს ჟანგბადი შთაინთქმება, ნახშირორჟანგი და წყალი გამოიყოფა, თავისუფლდება ენერგია.
პლასტიდები სამი სახისაა: ქლოროპლასტები, ქრომოპლასტები, ლეიკოპლასტები. პლასტიდები მხოლოდ მცენარეულუჯრედებში გვხვდება.
ქლოროპლასტები ორმემბრანულია: გარე გლუვია, შიგნითა ქმნის გამონაზარდებს- გრანებს, გრანებში ტომსიკებია,ტომსიკებში კი მოთავსებულია ქლოროფილის მარცვალი, სადაც ფოტოსინთეზი მიმდინარეობს. ფოტოსინთეზი მზისენერგიის ხარჯზე ქლოროფილის მარცვლებში არაორგანული ნივთიერებებიდან ორგანული ნივთიერებების მიღებაა.ნახშირორჟანგიდან და წყლიდან მიიღება გლუკოზა და ჟანგბადი. ჟანგბადი გარემოში გამოიყოფა. შიდა მემბრანისგრანებს შორის არის დნმ, რნმ, რიბოსომები. აქ მიმდინარეობს მისთვის საჭირო ცილის სინთეზი.
ქრომოპლასტები ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი ფერის კომპონენტებია. ისინი შეიცავენ პიგმენტებს. ისინიგანაპირობებენ ყვავილის, ნაყოფის, შემოდგომის ფოთლების ფერს. მათი ფუნქცია მწერების მიზიდვაა.
ლეიკოპლასტები უფერული კომპონენტებია. აქ გროვდება სამარაგო ნივთიერებები, გვხვდება მცენარის გორგლებში და ბოლქვებში.
პლასტიდებს შეუძლიათ ერთი-მეორედ გარდაიქმნან.
ბირთვი
ბირთვი შედგება ბირთვის გარსის, ბირთვის წვენის, ბირთვაკისა და ქრომატინისაგან.
ბირთვის გარსი ორმემბრანულია. ბირთვს აქვს მრავალი ფორა. ბირთვის წვენი ნახევრად თხევადი ნივთიერებაა,რომელიც მოთავსებულია ბირთვის გარსის ქვეშ და წარმოადგენს ბირთვის შიდა გარემოს. ბირთვის წვენში იმყოფებიანბირთვაკი და ქრომოსომები. ბირთვში არის დნმ და რნმ.
ბირთვაკი მკვრივი, მომრგვალო, არამემბრანული სხეულაკია,
უჯრედის მოძრაობის ორგანოიდებია:
წამწამები(ქალამანა (36000ცალი)), შოლტები (მწვანე ევგლენა, სპერმატოზოიდი), ცრუფეხები (ამება, ლეიკოციტები).
უჯრედის ჩანართებს განეკუთვნება ნახშირწყლები, ცხიმები და ცილები. ისინი გროვდებიან უჯრედის ციტოპლაზმაშიწვეთებისა და სხვადასხვა ფორმისა და ზომის მარცვლების სახით. ჩანართები უჯრედში პერიოდულად სინთეზირდება.
პროკარიოტული უჯრედები
აგებულება : არ აქვთ მიტოქონდრიები, ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის აპარატი და ბირთვი,
ზომა მცირეა: 1-10 მიკრომეტრი. გარედან აკრავს მკვრივი გარსი. ზოგიერთ სახეობას აქვს ლორწოვანი კაფსულა. გარსისქვეში პლაზმური მემბრანაა, რომელიც მტკიცედ ეკვრის ციტოპლაზმას. დნმ თავმოყრილია ერთ ქრომოსომაში, რომელსაცრგოლის ფორმა აქვს და უჯრედის ცენტრშია მოთავსებული.
ბაქტერიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფორმის მიხედვით. კოკი - მრგვალი, ბაცილა - ჩხირი, ვიბრიონი -გაღუნული ჩხირი, სპირილი - სპირალური.. კვების მიხედვით ბაქტერიები იყოფა ავტოტროფებად (ქემოსინთეზიკოსები)და ჰეტეროტროფებად (პარაზიტები, საპროფიტები). არჩევენ სასარგებლო და საზიანო ბაქტერიებს. სასარგებლოა:რძემჟავა, ძმარმჟავა, ერბომჟავა, დუღილის, აზოტმაფიქსირებელი; საზიანოა: ლპობის, ცელულოზადამშლელი,დაავადების გამომწვევი (ქოლერა, ტიფი, განგრენა)ბაქტერიები. ზოგიერთ ბაქტერიას გააჩნია ქემოსინთეზის უნარი. ქემოსინთეზი ნივთიერებათა დაჟანგვით ენერგიის მიღების საშუალებაა
ბაქტერიები მრავლდებიან დაყოფით და ეკოსისტემაში რედუცენტები არიან.
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები. შეფერილობა: მოცისფრო-მომწვვანო, ზოგი მუქი მწვანე. შეიცავს პიგმენტებს. გვხვდებაროგორც ერთუჯრედიანი, ისე კოლონიური და მრავალუჯრედიანი სიცოცხლის ფორმები.
გარსი შეიცავს ცელულოზას. ზოგჯერ გარსი ლორწოვანია, არ აქვს დიფერენცირებული ბირთვი, ქლოროპლასტები.ციტოპლაზმაში მოთავსებულია მემბრანები, პიგმენტები, ნუკლეპროტეიდები. მრავლდება დაყოფით. არახელსაყრელპირობებში წარმოქმნის ცისტას.
სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები
ვირუსები (ლათ. შხამი) სიცოცხლის არაუჯრედული ფორმებია,
მცირე ზომის. მათ გამრავლების თავისებურება ახასიათებთ: შეიჭრებიან რა ცოცხალ ორგანიზმში, აიძულებენ უჯრედებსთავისივე მასალით ააგონ მისი მსგავს, ამიტომ სხვა ცოცხალი ორგანიზმის გარეშე ვირუსებს არსებობა არ შეუძლიათ.
ვირუსების აგებულება: გააჩნიათ ცილოვანი გარსი და რნმ-ს ან დნმ-ს ჭიმი. იმ ვირუსს, რომელიც სახლდება მხოლოდბაქტერიულ უჯრედებზე, ბაქტერიოფაგი ეწოდება.