გვერდები

Sunday, 24 April 2016

05.05.2016 - ის პრეზენტაცია

საპრეზენტაციო თემების განხილვა 5 მაისს !
საპრეზენტაციო თემები და სამუშაო ჯგუფები
ჯგუფები/თემები
თემები:
1
გასიტაშვილი ლ.
ხუციშვილი ნ.

ორგანიზმთა კლასიფიკაცია. კარლ ლინე
2
ვაშაყმაძე დ.
ყაულაშვილი მ.
მცენარეული უჯრედები:სტრუქტურები, მათი ფუნქციები. უჯრედების მრავალფეროვნება.
3
თურმანოვი ი.
ჯღარკავა მ.
ცხოველური უჯრედები:სტრუქტურები, მათი ფუნქციები
4
ჟამერაშვილი ნ.
გელაშვილი ბ.
ეუკარიოტული უჯრედები.
მცენარეული და ცხოველური უჯრედების სტრუქტურების მსგავსება და განსხვავება
5
მაისურაძე ლ.
ბოღრაშვილი ე.
პროკარიოტული უჯრედები.
პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების  მსგავსება და განსხვავება. ბაქტერიული უჯრედების სახეობები
6
ზექალაშვილი მ.
მაისურაძე რ.
უჯრედის გაყოფა. სიცოცხლის საფეხურები.
7
თუთარაული ლაღუნდარიძე დ.

გამადიდებელი ხელსაწყოები. ლინზიდან ელ. მიკროსკოპამდე.უჯრედული თეორიის 4 ძირითადი დებულება
8
კოშორიძე ნ.
აბრამაშვილი გ.

სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები(ვირუსები)
9
გელაშვილი მ.
სოღულაშვილი ა.

ბაქტერიები

პრეზენტაცია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 10 სლაიდისგან მაინც. პრეზენტაციის წარსადგენად ჯგუფისთვის დროის მაქსიმალური ლიმიტია 10 წუთი. დრო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად  5 წთ. დროის ლიმიტი მკაცრად უნდა  იყოს დაცული.

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები
3-4
5-6
7-8
9-10

პრეზენტატორი


·   პრეზენტატორის მეტყველება  გაუგებარია.
·   პრეზენტატორი საერთოდ არ ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან.
·   პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს სლაიდებიდან
·      პრეზენტატორის მეტყველება არათანმიმდევრულია
·       პრეზენტატორის თვალის კონტაქტი აუდიტორიასთან მინიმალურია
·      პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს სლაიდებიდან ან ფურცელზე წინასწარ მომზადებული ტექსტიდან
·      პრეზენტატორი მეტყველებს საკმაოდ მკაფიოდ, გასაგებად.
·      თვალის კონტაქტი აუდიტორიასთან ძირითადად შენარჩუნებულია
·      პრეზენტატორი  ტექსტს კითხულობს ფურცელზე წინასწარ მომზადებული თეზისების გამოყენებით
·      პრეზენტატორი მეტყველებს  მკაფიოდ , არგუმენტირებულად.
·      პრეზენტატორი მუდმივად ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან
·      პრეზენტატორი ტექსტს ყვება ზეპირად, მსჯელობს


პრეზენტაციის შინაარსი

·   ტექსტის თანამიმდევრობა და სტრუქტურა დარღვეულია. (არაა გამოკვეთილი სათაური, ავტორთა ჯგუფი, შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა, არაა მითითებული გამოყენებული წყაროები).
·   არაა მოყვანილი მის მიერ სხვა წყაროებიდან მოძიებული არცერთი არგუმენტი, მაგალითი.

·      შინაარსის თანამიმდევრობა ნაკლებად ლოგიკურია. სტრუქტურა ბუნდოვანია( მითითებულია სათაური, ავტორთა ჯგუფი, რთულად გამოსაკვეთია თემის შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.არასრულყოფილადაა მითითებული გამოყენებული წყაროები).)
·      მოყვანილია მის მიერ სხვა წყაროებიდან მოძიებული მხოლოდ ერთი ან ორი არგუმენტი, მაგალითი.
·      შინაარსის თანამიმდევრულობა მეტ-ნაკლებად ლოგიკური და გამოკვეთილია. ძირითადი სტრუქტურა დაცულია. მითითებულია გამოყენებული წყაროები
·      მოყვანილია მის მიერ სხვა წყაროებიდან მოძებნილი 2-ზე მეტი არგუმენტი; მაგალითი.

·      შინაარსის თანამიმდევრულობა აბსოლუტურად ლოგიკური და გამოკვეთილია. სრულადაა დაცულია ძირითადი სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა...)მითითებულია  ყველა გამოყენებული წყაროები.
·      მოყვანილია მის მიერ სხვა წყაროებიდან მოძებნილი 4-ზე მეტი არგუმენტი, მაგალითი.

პრეზენტაციის
დიზაინი

·   სლაიდებზე წარმოდგენილი ტექსტი იმდენად დიდია, რომ აუდიტორია მას ვერ კითხულობს.
·   შრიფტის ფერი ემთხვევა ან ძალიან ჰგავს დაფიქსირებულ ფონს, რის გამოც მისი წაკითხვა ძალიან ჭირს.
·   ტექსტში იკვეთება დიდი რაოდენობით გრამატიკულ-სტილისტური შეცდომა.
·   სლაიდების რაოდენობა არ აღემატება 5-6-ს
·      სლაიდები საკმაოდ გადატვირთულია ტექსტით
·      სლაიდების 80%-ზე შრიფტის წაკითხვა დაფიქსირებულ ფონზე ჭირს.
·      ფიქსირდება საკმაოდ ბევრი გრამატიკულ-სტილისტური შეცდომა
·   სლაიდების რაოდენობა არ აღემატება 7-8-ს

·      სლაიდები ოდნავ გადატვირთულია ტექსტით.
·      ზოგჯერ შრიფტი ცუდად იკითხება დაფიქსირებულ ფონზე.
·   ფიქსირდება ერთი-ორი გრამატიკულ-სტილისტური შეცდომა
·   სლაიდების რაოდენობა არ აღემატება 8-9-ს


·      სლაიდები არ არის გადატვირთული ტექსტით, გამოყენებულია ასევე სქემები, დიაგრამები ან სხვა გრაფ. გამოსახულებები
·      არჩეული შრიფტის ფერი და ფონი კარგადა შერჩეული, მკაფიოა. პრეზენტაციაში გამოყენებულია სლაიდების გადასვლის ეფექტები.
·      გრამატიკულ-სტილისტური შეცდომები სლაიდებზე არ ფიქსირდება
·      სლაიდების რაოდენობა 10 ან მეტია

დროის რეგლამენტი

პრეზენტაცია ზედმეტად მოკლე, ან ზედმეტად გრძელია და შესაბამისად დროის რეგლამენტი სრულებით დარღვეულია.
პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო 5 წუთით   სცილდება რეგლამენტით გათვალისწინებულ დროის ლიმიტს.
პრეზენტატორების ჯგუფი 2 წუთით  აჭარბებს ან ოდნავ უფრო ადრე ასრულებს თავის პრეზენტაციის წარდგენას, ვიდრე ეს რეგლამენტითაა გათვალისწინებული
პრეზენტატორების ჯგუფი მაქსიმალური სიზუსტით იცავს მისთვის განკუთვნილ დროის ლიმიტს.

პასუხები აუდიტორიის კითხვებზე
უჭირს პასუხის გაცემა
პასუხები არაა ამომწურავი ან ბუნდოვანია
პასუხობს თითქმის ყველა შეკითხვას
ამომწურავად პასუხობს თითქმის ყველა შეკითხვას
კითხვები სხვა ჯგუფებს
კითხვებს არ სვამს
მის მიერ დასმული კითხვები გაუგებარი და გაუმართავია
გამართულ კითხვას უსვამს(ან მზადაა დაუსვას) რამდენიმე ჯგუფს
გამართულ კითხვას უსვამს(ან მზადაა დაუსვას) ყველა ჯგუფს
დამაზუსტებელი პასუხები
არ აქტიურობს
ცდილობს გასცეს ან შეავსოს სხვა ჯგუფის მიერ არასრულყოფილად გაცემული პასუხი
პასუხობს ან აზუსტებს პასუხებს სხვა ჯგუფებისთვის დასმულ შეკითხვებს(თითქმის ყოველთვის)
პასუხობს ან აზუსტებს პასუხებს სხვა ჯგუფებისთვის დასმულ შეკითხვებს( ყოველთვის)


No comments:

Post a Comment