გვერდები

Monday, 16 May 2016

გაიმეორეთ ხვალინდელი შემაჯამებლისთვის:

1. რას შეისწავლის ბიოლოგია?
2. ვინ აღმოაჩინა პირველად უჯრედი?
3. ვინ დაინახა პირველად უჯრედი?
4. რას გვასწავლის უჯრედული თეორია?
5. ჩამოთვალეთ უჯრედის მთავარი კმპონენტები
6. რომელია ჩამოთვლილთაგან ეუკარიოტი: ვირუსი, ბაქტერია, ფაგი, სოკო?
7. ამათგან რომელია პროკარიოტი: ვირუსი, ბაქტერია, სოკო, მცენარე?
8. გადაიმეორეთ სიცოხლის საფეხურები
9.  გადაიმეორე როგორ გამოიყურება მცენარეული უჯრედი და ცხოველური უჯრედი
10. რა ნივტიერებებს ვიღებთ ფოტოსინთეზის  შედეგად?
11. გადაიმეორეთ როგორ გამოიყურება ქალამანა? ამება?სპიროგორა?
12. რა უნარი ახასიათებთ ვირუსულ უჯრედებს?როგორ მრავლდებიან ვირუსები/
13. გადაიმეორეთ პროტისტები და მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, მაგალითად რომელს მიაკუთვნებ ევგლენას? ამებას? მწვანე ხვლიკს?რძემჟავა ბაქტერიას?მტრედს?ლოქოს? ბაქტერია-ნაწლავის ჩხირს?ნეკერჩხალს?
14. რომელი 3 კითხვა უნდა დასვა იმისათვის, რომ უცნობი უჯრედი მიაკუთვნო რომელიმე სამეფოს?( მაგ. ასეთი:1). აქვს თუ არა უჯრედს ბირთვი?2)....... 3)........
15. უნდა შეძლო აღწერის მიხედვით უჯრედული ოგანოიდები ( მაგ: იგი მრგვალი, ორმაგმემბრანიანი სტრუქტურაა, რომელიც შეიცავს მემკვიდრულ მასალას  -  ესაა ბირთვი. მაგ: ის უჯრედის ყველაზე პატარა ორგანოიდია, გვხვდება ციტოპლაზმაში ან სხვა ორგანოიდებზე   -   ესაა რიბოსომა და ა. შ.)
16. იპოვე შესაბამისობა:  1, ვირუსები,ბაქტერიები,სოკოები  2. იწვევს ცომის აფუებს, მხოლოდ უჯრედში შეჭრისას აქტიურდება, იწვევს ლპობის, დუღილს
17.  იპოვე შესაბამისობა:  1. ტუბერკულოზის ჩხირი, ბაქტერიოფაგი, ცოფის რაბდოვირუსი, ნაწლავის ჩხირი 2.ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები
18. იპოვე უჯრედული თეორიის დებულებები ცხრილში....და ჩაწერე ნიშანი "X" მაგ: უჯრედი ყველა ორგანიზმის აგებულების ერთეულია ( "X"); პირველად უჯრედი რობერტ ჰუკმა დაინახა (მცდარია);არსებობს სხვადასხვა სახის უჯრედი: ბაქტერიული, მცენარის, სოკოს,და ცხოველური (მცდარია);  ყოველი ახალი ორგანიზმი საწყისი უჯრედისგან ვითარდება ( "X") და ა. შ......
19. ამოიცანი ილუსტრაციაზე გამოსახული უჯრედული ორგანოიდები, ჩაწერე ცხრილის შესაბამის უჯრაში და მიუწერე ფუნქციები

20. გადაიმეორეთ დროებითი პრეპარატის დამზადების წესი. რა არის საჭირო იმისათვის, რომ პრეპარატი მიკროსკოპით კარგად დაინახო/
21.

No comments:

Post a Comment