გვერდები

Monday, 25 January 2016

გაკვეთილი: 6.1 ქიმიური მოვლენა
                        6.2 წვის რეაქცია
                        6.3 პრაქტიკული სამუშაო #7
                               სანთლის წვის პროცესზე დაკვირვება
ვიდეო მასალა "ფარაონის გველები"
საშინაო დავალება: 125 გვ-ზე ბოლო აბზაცი: "სუფრის კოვზზე..........." აუცილებლად შეავსეთ ცხრილი: "ცდა 1" ამავე გვერდზე

გაკვეთილი :

საშინაო დავალება:

ცდა 5. ქიმიური რეაქციის ნიშნები

შე­დე­გი: ბუნ.VII.11. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია მარ­ტი­ვი ქი­მი­­რი რე­აქ­ცი­­ბის აღ­წე­რა
 ინ­დი­კა­ტო­რი:
·         ატა­რებს ცდებს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ფი­ზი­კუ­რი და ქი­მი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის (მაგ., აგ­რე­გა­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვ­ლა, ფორ­მის შეც­ვ­ლა, ნივ­თი­ე­რე­ბის გახ­ს­ნა, აირის გა­მო­ყო­ფა, ფე­რის შეც­ვ­ლა) გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად და მსჯე­ლობს ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­ზე (მაგ., გაცხე­ლე­ბა, შე­რე­ვა, დაწ­ვა, მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა);
·         ატა­რებს ცდებს და აკ­ვირ­დე­ბა ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის შე­დე­გად ახა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წარ­მოქ­მ­ნას;
·         იკ­ვ­ლევს მჟა­ვა­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე მარ­ტივ რე­აქ­ცი­ებს, რო­მელ­თა ერთ-ერ­თი პრო­დუქ­ტი გა­ზია.
რას ვიკ­­ლევთ: რა გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბი ახ­ლავს ქი­მი­ურ რე­აქ­ცი­ას.
რე­კო­მენ­და­ცია: ცდა ჩა­ა­ტა­რეთ ჯგუ­ფუ­რად. სა­სურ­ვე­ლია ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ცდე­ბი­დან სხვა­დას­ხ­ვა ჯგუფს მის­ცეთ სხვა­დას­ხ­ვა და­ვა­ლე­ბა. თი­თო­ე­ულ­მა ჯგუფ­მა მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ი­ტა­ნოს ცხრი­ლის შე­სა­ბა­მის გრა­ფებ­ში. ცდის ბო­ლოს შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნონ ერ­თი­ა­ნი სა­ხით.
ცდის მი­ზა­ნი: სხვა­დას­ხ­ვა სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნივ­თი­ე­რე­ბის და ხსნა­რე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის თა­ნამ­დე­ვი გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბის კვლე­ვა.
რე­სურ­სე­ბი (ერ­თი ჯგუ­ფი­სათ­ვის):
სა­ჭი­რო ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 100 მლ (5) F0080; მი­ნის წკი­რი (5) F0050;
ნივ­თი­­რე­ბე­ბი: 50 მლ მა­წო­ნი; 50 მლ რძე; კარ­ტო­ფი­ლის ნა­ჭე­რი; 40 მლ ლი­მო­ნის წვე­ნი; 20 გ სო­და; 10-20 მლძმა­რი; 1 სან­თე­ლი; ასან­თი; იოდის 10 %-იანი სპირ­ტ­ხ­ს­ნა­რის რამ­დე­ნი­მე წვე­თი; 5 გ შა­ქა­რი; 150 მლ წყა­ლი.
ცდის მიმ­დი­ნა­რე­­ბა:
·         კარ­ტო­ფი­ლი გა­თა­ლეთ და პა­ტა­რა ნა­ჭერ­ზე და­აწ­ვე­თეთ რამ­დე­ნი­მე წვე­თი იოდის 10 %-იანი სპირ­ტ­ხ­ს­ნა­რი. და­აკ­ვირ­დით ცვლი­ლე­ბას და შე­ი­ტა­ნეთ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში.
·         50 მლ მა­წო­ნი ჩა­ას­ხით ჭი­ქა­ში და შპა­ტე­ლით და­უ­მა­ტეთ და­ახ­ლო­ე­ბით 5 გ სო­და. მო­უ­რი­ეთ წკი­რით. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ცხრილ­ში.
·         აან­თეთ ასან­თი და მო­უ­კი­დეთ სან­თელს. და­აკ­ვირ­დით ასან­თის და სან­თ­ლის ცვლი­ლე­ბებს და შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ცხრილ­ში.
·         მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 5 გ სო­და ჩა­ყა­რეთ ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში, და­ას­ხით, 50 მლ წყა­ლი და და­უ­მა­ტეთ 10-20 მლ ძმა­რი. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ცხრილ­ში.
·         ჭი­ქა­ში ჩა­ას­ხით 50 მლ წყა­ლი და შპა­ტე­ლით ჩა­ყა­რეთ 5 გ შა­ქა­რი. მო­უ­რი­ეთ წკი­რით შაქ­რის სრულ გახ­ს­ნამ­დე. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ცხრილ­ში.
·         ჭი­ქა­ში შპა­ტე­ლით ჩა­ყა­რეთ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 გ სო­და, ისე, რომ და­ფა­როს ჭი­ქის ფსკე­რი და და­ას­ხით 20 მლ ლი­მო­ნის წვე­ნი. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ცხრილ­ში.
·         ჭი­ქა­ში ჩა­ას­ხით 50 მლ რძე, და­ა­მა­ტეთ 20 მლ ლი­მო­ნის წვე­ნი. მო­უ­რი­ეთ წკი­რით. და­აკ­ვირ­დით რე­აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ცხრილ­ში.
შე­ნიშ­­ნა: წკი­რე­ბის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის არ­ქო­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყო­ვე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ წკი­რი კარ­გად გა­რეცხეთ და ისე გა­მო­ი­ყე­ნეთ შემ­დეგ ეტაპ­ზე.
ქიმიური რეაქციების ცხრილი
ცხრი­ლის შე­სა­ბა­მის უჯ­რა­ში დას­ვით ნი­შა­ნი X.

No comments:

Post a Comment