Monday, 16 May 2016

საინტერესო  ვიდეო გავლილი მასალის გადასამეორებლად:





გაიმეორეთ ხვალინდელი შემაჯამებლისთვის:

1. რას შეისწავლის ბიოლოგია?
2. ვინ აღმოაჩინა პირველად უჯრედი?
3. ვინ დაინახა პირველად უჯრედი?
4. რას გვასწავლის უჯრედული თეორია?
5. ჩამოთვალეთ უჯრედის მთავარი კმპონენტები
6. რომელია ჩამოთვლილთაგან ეუკარიოტი: ვირუსი, ბაქტერია, ფაგი, სოკო?
7. ამათგან რომელია პროკარიოტი: ვირუსი, ბაქტერია, სოკო, მცენარე?
8. გადაიმეორეთ სიცოხლის საფეხურები
9.  გადაიმეორე როგორ გამოიყურება მცენარეული უჯრედი და ცხოველური უჯრედი
10. რა ნივტიერებებს ვიღებთ ფოტოსინთეზის  შედეგად?
11. გადაიმეორეთ როგორ გამოიყურება ქალამანა? ამება?სპიროგორა?
12. რა უნარი ახასიათებთ ვირუსულ უჯრედებს?როგორ მრავლდებიან ვირუსები/
13. გადაიმეორეთ პროტისტები და მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, მაგალითად რომელს მიაკუთვნებ ევგლენას? ამებას? მწვანე ხვლიკს?რძემჟავა ბაქტერიას?მტრედს?ლოქოს? ბაქტერია-ნაწლავის ჩხირს?ნეკერჩხალს?
14. რომელი 3 კითხვა უნდა დასვა იმისათვის, რომ უცნობი უჯრედი მიაკუთვნო რომელიმე სამეფოს?( მაგ. ასეთი:1). აქვს თუ არა უჯრედს ბირთვი?2)....... 3)........
15. უნდა შეძლო აღწერის მიხედვით უჯრედული ოგანოიდები ( მაგ: იგი მრგვალი, ორმაგმემბრანიანი სტრუქტურაა, რომელიც შეიცავს მემკვიდრულ მასალას  -  ესაა ბირთვი. მაგ: ის უჯრედის ყველაზე პატარა ორგანოიდია, გვხვდება ციტოპლაზმაში ან სხვა ორგანოიდებზე   -   ესაა რიბოსომა და ა. შ.)
16. იპოვე შესაბამისობა:  1, ვირუსები,ბაქტერიები,სოკოები  2. იწვევს ცომის აფუებს, მხოლოდ უჯრედში შეჭრისას აქტიურდება, იწვევს ლპობის, დუღილს
17.  იპოვე შესაბამისობა:  1. ტუბერკულოზის ჩხირი, ბაქტერიოფაგი, ცოფის რაბდოვირუსი, ნაწლავის ჩხირი 2.ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები
18. იპოვე უჯრედული თეორიის დებულებები ცხრილში....და ჩაწერე ნიშანი "X" მაგ: უჯრედი ყველა ორგანიზმის აგებულების ერთეულია ( "X"); პირველად უჯრედი რობერტ ჰუკმა დაინახა (მცდარია);არსებობს სხვადასხვა სახის უჯრედი: ბაქტერიული, მცენარის, სოკოს,და ცხოველური (მცდარია);  ყოველი ახალი ორგანიზმი საწყისი უჯრედისგან ვითარდება ( "X") და ა. შ......
19. ამოიცანი ილუსტრაციაზე გამოსახული უჯრედული ორგანოიდები, ჩაწერე ცხრილის შესაბამის უჯრაში და მიუწერე ფუნქციები

20. გადაიმეორეთ დროებითი პრეპარატის დამზადების წესი. რა არის საჭირო იმისათვის, რომ პრეპარატი მიკროსკოპით კარგად დაინახო/
21.

Tuesday, 26 April 2016

26 აპრილი
გაკვეთილი: § 9.2
საშინაო დავალება:  პასუხები 1,2,3 კითხვაზე გვ.195
ტერმინი "ტ ა ქ ს ო ნ ო მ ი ა" რაიმეს კლასიფიცირებას ნიშნავს. 


ბიოლოგიური ორგანიზმების კლასიფიკაციის სქემა
ლინეს ტაქსონომია:

Sunday, 24 April 2016

05.05.2016 - ის პრეზენტაცია

საპრეზენტაციო თემების განხილვა 5 მაისს !
საპრეზენტაციო თემები და სამუშაო ჯგუფები
№
ჯგუფები/თემები
თემები:
1
გასიტაშვილი ლ.
ხუციშვილი ნ.

ორგანიზმთა კლასიფიკაცია. კარლ ლინე
2
ვაშაყმაძე დ.
ყაულაშვილი მ.
მცენარეული უჯრედები:სტრუქტურები, მათი ფუნქციები. უჯრედების მრავალფეროვნება.
3
თურმანოვი ი.
ჯღარკავა მ.
ცხოველური უჯრედები:სტრუქტურები, მათი ფუნქციები
4
ჟამერაშვილი ნ.
გელაშვილი ბ.
ეუკარიოტული უჯრედები.
მცენარეული და ცხოველური უჯრედების სტრუქტურების მსგავსება და განსხვავება
5
მაისურაძე ლ.
ბოღრაშვილი ე.
პროკარიოტული უჯრედები.
პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების  მსგავსება და განსხვავება. ბაქტერიული უჯრედების სახეობები
6
ზექალაშვილი მ.
მაისურაძე რ.
უჯრედის გაყოფა. სიცოცხლის საფეხურები.
7
თუთარაული ლაღუნდარიძე დ.

გამადიდებელი ხელსაწყოები. ლინზიდან ელ. მიკროსკოპამდე.უჯრედული თეორიის 4 ძირითადი დებულება
8
კოშორიძე ნ.
აბრამაშვილი გ.

სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები(ვირუსები)
9
გელაშვილი მ.
სოღულაშვილი ა.

ბაქტერიები

პრეზენტაცია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 10 სლაიდისგან მაინც. პრეზენტაციის წარსადგენად ჯგუფისთვის დროის მაქსიმალური ლიმიტია 10 წუთი. დრო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად  5 წთ. დროის ლიმიტი მკაცრად უნდა  იყოს დაცული.

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები
3-4
5-6
7-8
9-10

პრეზენტატორი


·   პრეზენტატორის მეტყველება  გაუგებარია.
·   პრეზენტატორი საერთოდ არ ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან.
·   პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს სლაიდებიდან
·      პრეზენტატორის მეტყველება არათანმიმდევრულია
·       პრეზენტატორის თვალის კონტაქტი აუდიტორიასთან მინიმალურია
·      პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს სლაიდებიდან ან ფურცელზე წინასწარ მომზადებული ტექსტიდან
·      პრეზენტატორი მეტყველებს საკმაოდ მკაფიოდ, გასაგებად.
·      თვალის კონტაქტი აუდიტორიასთან ძირითადად შენარჩუნებულია
·      პრეზენტატორი  ტექსტს კითხულობს ფურცელზე წინასწარ მომზადებული თეზისების გამოყენებით
·      პრეზენტატორი მეტყველებს  მკაფიოდ , არგუმენტირებულად.
·      პრეზენტატორი მუდმივად ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან
·      პრეზენტატორი ტექსტს ყვება ზეპირად, მსჯელობს


პრეზენტაციის შინაარსი

·   ტექსტის თანამიმდევრობა და სტრუქტურა დარღვეულია. (არაა გამოკვეთილი სათაური, ავტორთა ჯგუფი, შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა, არაა მითითებული გამოყენებული წყაროები).
·   არაა მოყვანილი მის მიერ სხვა წყაროებიდან მოძიებული არცერთი არგუმენტი, მაგალითი.

·      შინაარსის თანამიმდევრობა ნაკლებად ლოგიკურია. სტრუქტურა ბუნდოვანია( მითითებულია სათაური, ავტორთა ჯგუფი, რთულად გამოსაკვეთია თემის შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.არასრულყოფილადაა მითითებული გამოყენებული წყაროები).)
·      მოყვანილია მის მიერ სხვა წყაროებიდან მოძიებული მხოლოდ ერთი ან ორი არგუმენტი, მაგალითი.
·      შინაარსის თანამიმდევრულობა მეტ-ნაკლებად ლოგიკური და გამოკვეთილია. ძირითადი სტრუქტურა დაცულია. მითითებულია გამოყენებული წყაროები
·      მოყვანილია მის მიერ სხვა წყაროებიდან მოძებნილი 2-ზე მეტი არგუმენტი; მაგალითი.

·      შინაარსის თანამიმდევრულობა აბსოლუტურად ლოგიკური და გამოკვეთილია. სრულადაა დაცულია ძირითადი სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა...)მითითებულია  ყველა გამოყენებული წყაროები.
·      მოყვანილია მის მიერ სხვა წყაროებიდან მოძებნილი 4-ზე მეტი არგუმენტი, მაგალითი.

პრეზენტაციის
დიზაინი

·   სლაიდებზე წარმოდგენილი ტექსტი იმდენად დიდია, რომ აუდიტორია მას ვერ კითხულობს.
·   შრიფტის ფერი ემთხვევა ან ძალიან ჰგავს დაფიქსირებულ ფონს, რის გამოც მისი წაკითხვა ძალიან ჭირს.
·   ტექსტში იკვეთება დიდი რაოდენობით გრამატიკულ-სტილისტური შეცდომა.
·   სლაიდების რაოდენობა არ აღემატება 5-6-ს
·      სლაიდები საკმაოდ გადატვირთულია ტექსტით
·      სლაიდების 80%-ზე შრიფტის წაკითხვა დაფიქსირებულ ფონზე ჭირს.
·      ფიქსირდება საკმაოდ ბევრი გრამატიკულ-სტილისტური შეცდომა
·   სლაიდების რაოდენობა არ აღემატება 7-8-ს

·      სლაიდები ოდნავ გადატვირთულია ტექსტით.
·      ზოგჯერ შრიფტი ცუდად იკითხება დაფიქსირებულ ფონზე.
·   ფიქსირდება ერთი-ორი გრამატიკულ-სტილისტური შეცდომა
·   სლაიდების რაოდენობა არ აღემატება 8-9-ს


·      სლაიდები არ არის გადატვირთული ტექსტით, გამოყენებულია ასევე სქემები, დიაგრამები ან სხვა გრაფ. გამოსახულებები
·      არჩეული შრიფტის ფერი და ფონი კარგადა შერჩეული, მკაფიოა. პრეზენტაციაში გამოყენებულია სლაიდების გადასვლის ეფექტები.
·      გრამატიკულ-სტილისტური შეცდომები სლაიდებზე არ ფიქსირდება
·      სლაიდების რაოდენობა 10 ან მეტია

დროის რეგლამენტი

პრეზენტაცია ზედმეტად მოკლე, ან ზედმეტად გრძელია და შესაბამისად დროის რეგლამენტი სრულებით დარღვეულია.
პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო 5 წუთით   სცილდება რეგლამენტით გათვალისწინებულ დროის ლიმიტს.
პრეზენტატორების ჯგუფი 2 წუთით  აჭარბებს ან ოდნავ უფრო ადრე ასრულებს თავის პრეზენტაციის წარდგენას, ვიდრე ეს რეგლამენტითაა გათვალისწინებული
პრეზენტატორების ჯგუფი მაქსიმალური სიზუსტით იცავს მისთვის განკუთვნილ დროის ლიმიტს.

პასუხები აუდიტორიის კითხვებზე
უჭირს პასუხის გაცემა
პასუხები არაა ამომწურავი ან ბუნდოვანია
პასუხობს თითქმის ყველა შეკითხვას
ამომწურავად პასუხობს თითქმის ყველა შეკითხვას
კითხვები სხვა ჯგუფებს
კითხვებს არ სვამს
მის მიერ დასმული კითხვები გაუგებარი და გაუმართავია
გამართულ კითხვას უსვამს(ან მზადაა დაუსვას) რამდენიმე ჯგუფს
გამართულ კითხვას უსვამს(ან მზადაა დაუსვას) ყველა ჯგუფს
დამაზუსტებელი პასუხები
არ აქტიურობს
ცდილობს გასცეს ან შეავსოს სხვა ჯგუფის მიერ არასრულყოფილად გაცემული პასუხი
პასუხობს ან აზუსტებს პასუხებს სხვა ჯგუფებისთვის დასმულ შეკითხვებს(თითქმის ყოველთვის)
პასუხობს ან აზუსტებს პასუხებს სხვა ჯგუფებისთვის დასმულ შეკითხვებს( ყოველთვის)


Thursday, 10 March 2016

უჯრედული თეორია


უჯრედული თეორიის ძირითადი დებულებები, რომელიც ჩამოაყალიბა შლეიდენმა და შვანმა, ხოლო შემდეგში გაამდიდრა ბერმა და ვირხოვმა.
თანამედროვე უჯრედული თეორია მოიცავს შემდეგ დებულებებს:
1.     უჯრედი ცოცხალ ორგანიზმთა ძირითადი სტრუქტურული ერთეულია;
2.     ყველა ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედები მსგავსია (ჰომოლოგიურია);
3.     ახალი უჯრედები უკვე არსებული უჯრედებისგან გაყოფის გზით წარმოიქმნება;
4.     რთულ მრავალუჯრედიან ორგანიზმებში უჯრედები სპეციალიზდება მათ მიერ შესრულებული ფუნქციებისმიხედვით და წარმოიქმნება ქსოვილები.

ტფ (ATP)
ადენოზინ ტრიფოსფატი არის ენერგიის უნივერსალური წყარო.
უჯრედის გარსი: კედელი, პლაზმური მემბრანა

უჯრედის გარსი უშუალოდ ურთიერთქმედებს გარემოსთან და მეზობელ უჯრედებთან. მას რთული აგებულება აქვს და შედგება გარეთა შრისაგან და მის ქვეშ მდებარე პლაზმური მემბრანისგან. 

უჯრედის  გარეთა გარსი მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს განსხვავებული აქვთ. მცენარეული გარეთა გარსიმკვრივია და უმეტესად უჯრედისისგან შედგება, ეს უჯრედის კედელია, რომელიც ცელულოზასგან, ანუუჯრედისისგანაა აგებული. ის უჯრედის გარეგანი ჩონჩხია. ცხოველური უჯრედული გარსი კი თხელია, ელასტიკური,შედგება სხვადასხვა პოლისაქარიდისგან და ცილისგან და მას გლიკოკალიქსს უწოდებენ.

პლაზმური მემბრანა მდებარეობს უჯრედის კედლის ქვეშ. მემბრანა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს კანს, აპკს. იგი უშუალოდ ციტოპლაზმას ესაზღვრება. მისი სისქე დაახლოებით 10 ნმ-ია. მასში ლიპიდები ორ რიგად სწორხაზოვნად არიან განლაგებულნი, მათ შორის კი ცილებია ჩაძირული/\.
ფუნქციები:
  1. წარმოქმნის ბარიერს და უჯრედის შიგთავსს მიჯნავს გარემოსგან;
  2. ნივთიერებათა ტრანსპორტირება (გააჩნია ფორები, რომლებითაც ხდება ნივთიერების მიგრაცია);
  3. ქსოვილებში პლაზმური მემბრანის მეშვეობით მტკიცედ არიან შეერთებული უჯრედები ერთმანეთთან;
ციტოპლაზმა, ენდოპლაზმური ბადე, რიბოსომები

  • ციტოპლაზმა წარმოადგენს უჯრედის ნახევრად თხევად შიდა გარემოს. 
    მასში მოთავსებულია ბირთვი, ორგანოიდები, ჩანართები. ციტოპლაზმის ძირითად ნივთიერების შემადგენლობაშიჭარბობს ცილები. აქ მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის ძირითადი პროცესები. ის ერთ მთლიანობაში აერთიანებსბირთვსა და ყველა ორგანოიდს, უზრუნველყოფს მათ ერთიან მოქმედება.
    ენდოპლაზმური ბადე ორი სახისაა: გლუვი და მარცვლოვანი (ხორკლიანი, რიბოსომული). ენდოპლაზმური ბადეერთმანეთთან აკავშირებს უჯრედის ძირითად ორგანოიდებს. გლუვი ენდოპლაზმური ბადე ასინთეზირებს ლიპიდებსადა ნახშირწყლებს, მარცვლოვანზე რიბოსომებია განლაგებული, მარცვლების სახით, და მონაწილეობს ცილისბიოსინთეზში.
    რიბოსომები არამემბრანული კომპონენტი. შედგება ორი სუბერთეულისგან - დიდი და მცირე. შედგება ინფორმაციულიმოლეკულა რნმ-სა და ცილისგან. წარმოიქმნება ბირთვაკში. გვხვდება ციტოპლაზმაში, ბირთვში, ბირთვაკში,მიტოქონდრიებში, ქლოროპლასტებში. ფუნქცია - ცილის ბიოსინთეზი. რიბოსომების ჯგუფს პოლისომა ეწოდება

    გოლჯის აპარატი, ლიზოსომები



  • გოლჯის აპარატი შედგება არხების, ღრუებისა და ბუშტუკებისგან. მასზე არ არიან რიბოსომები. მისი ფუნქციებია:

    1.                   ენდოპლაზმურ ბადეზე სინთეზირებულ ნივთიერებათა ტრანსპორტირება;
    2.             მის მემბრანაზე ხდება ცხიმების, ნახშირწყლების (თვითონ იყენებს) სინთეზი;
    3.             პლაზმური მემბრანის განახლება;
    4.             ლიზოსომების წარმოქმნა.

    უჯრედის ცენტრი, ვაკუოლი


     
    უჯრედის ცენტრი არამემბრანულია, შედგება ორი ცენტრიოლისგან
    მათ კედლებს ცირინდრული ფორმა აქვთ. ზომა: 1მკმ. ცენტრიოლები ურთიერთმართობულად არიან განლაგებულნი.ისინი მონაწილეობენ უჯრედის დაყოფისას თითისტარას წარმოქმნაში (უმაღლესი მცენარეების (ხავსები, გვიმრები,წიწვოვანი და ყვავილოვანი) უჯრედები არ შეიცავენ ცენტრიოლებს. უჯრედის ცენტრი თითისტარას წარმოქმნისანაფაზის ბოლოს და ქრება ტელოფაზაში


    ვაკუოლი უჯრედის გარკვეული მონაკვეთია, რომელიც ამოვსებულია სხვადასხვა ნივთიერების წყალხსნარით. უჯრედისოსმოსური რეზერვუარია. ახასიათებს მცენარეულ (მოხუცებულ) უჯრედებს, უმდაბლესში ოსმოსურ მოვლენებშიმონაწილეობს.  ცხოველურში გვხვდება მფეთქავი და მომნელებელი ვაკუოლი, რომელიც მცენარეულთან შედარებითმცირე ზომისაა. ვაკუოლი ციტოპლაზმისგან გამოყოფილია მემბრანით, რომელსაც ტონოპლასტს უწოდებენ.
    . პლასტიდები და მიტოქონდრიები
    მიტოქონდრიები  2 მემბრანული კომპონენტებია. გარე მემბრანა გლუვია, შიგნითა კი ქმნის ნაოჭებს- კრისტებს.მიტოქონდრიები შეიცავენ ნუკლეინის მჟავებს. მათი ფუნქციაა ატფ-ს სინთეზი და ამიტომ მას "ძალურ სადგურს"უწოდებენ. მიტოქონდრიებში სინთეზირდება მისთვის საჭირო ცილა. უჯრედული სუნთქვა მიმდინარეობსმიტოქონდრიებში. ამ დროს ჟანგბადი შთაინთქმება, ნახშირორჟანგი  და წყალი გამოიყოფა, თავისუფლდება ენერგია.
     
    პლასტიდები სამი სახისაა: ქლოროპლასტები, ქრომოპლასტები, ლეიკოპლასტები. პლასტიდები მხოლოდ მცენარეულუჯრედებში გვხვდება.
     ქლოროპლასტები  ორმემბრანულია: გარე გლუვია, შიგნითა ქმნის გამონაზარდებს- გრანებს, გრანებში ტომსიკებია,ტომსიკებში კი მოთავსებულია ქლოროფილის მარცვალი, სადაც ფოტოსინთეზი მიმდინარეობს. ფოტოსინთეზი მზისენერგიის ხარჯზე ქლოროფილის მარცვლებში არაორგანული ნივთიერებებიდან ორგანული ნივთიერებების მიღებაა.ნახშირორჟანგიდან და წყლიდან მიიღება გლუკოზა და ჟანგბადი. ჟანგბადი გარემოში გამოიყოფა. შიდა მემბრანისგრანებს შორის არის დნმ, რნმ, რიბოსომები. აქ მიმდინარეობს მისთვის საჭირო ცილის სინთეზი.

    ქრომოპლასტები ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი ფერის კომპონენტებია. ისინი შეიცავენ პიგმენტებს. ისინიგანაპირობებენ ყვავილის, ნაყოფის, შემოდგომის ფოთლების ფერს. მათი ფუნქცია მწერების მიზიდვაა.

    ლეიკოპლასტები უფერული კომპონენტებია. აქ გროვდება სამარაგო ნივთიერებები, გვხვდება მცენარის გორგლებში და ბოლქვებში.
    პლასტიდებს შეუძლიათ ერთი-მეორედ გარდაიქმნან.

     ბირთვი
     ბირთვი შედგება ბირთვის გარსის, ბირთვის წვენის, ბირთვაკისა და ქრომატინისაგან.
    ბირთვის გარსი ორმემბრანულია. ბირთვს აქვს მრავალი ფორა. ბირთვის წვენი ნახევრად თხევადი ნივთიერებაა,რომელიც მოთავსებულია ბირთვის გარსის ქვეშ და წარმოადგენს ბირთვის შიდა გარემოს. ბირთვის წვენში იმყოფებიანბირთვაკი და ქრომოსომები. ბირთვში არის დნმ და რნმ.

    ბირთვაკი მკვრივი, მომრგვალო, არამემბრანული სხეულაკია, 
    უჯრედის მოძრაობის ორგანოიდებია:
    წამწამები(ქალამანა (36000ცალი)), შოლტები (მწვანე ევგლენა, სპერმატოზოიდი), ცრუფეხები (ამება, ლეიკოციტები).

    უჯრედის ჩანართებს განეკუთვნება ნახშირწყლები, ცხიმები და ცილები. ისინი გროვდებიან უჯრედის ციტოპლაზმაშიწვეთებისა და სხვადასხვა ფორმისა და ზომის მარცვლების სახით. ჩანართები უჯრედში პერიოდულად სინთეზირდება.
    პროკარიოტული უჯრედები


    აგებულება : არ აქვთ მიტოქონდრიები, ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის აპარატი და ბირთვი,
    ზომა მცირეა: 1-10 მიკრომეტრი. გარედან აკრავს მკვრივი გარსი. ზოგიერთ სახეობას აქვს ლორწოვანი კაფსულა. გარსისქვეში პლაზმური მემბრანაა, რომელიც მტკიცედ ეკვრის ციტოპლაზმას. დნმ თავმოყრილია ერთ ქრომოსომაში, რომელსაცრგოლის ფორმა აქვს და უჯრედის ცენტრშია მოთავსებული.
    ბაქტერიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფორმის მიხედვით. კოკი - მრგვალი, ბაცილა - ჩხირი, ვიბრიონი -გაღუნული ჩხირი, სპირილი - სპირალური.. კვების მიხედვით ბაქტერიები იყოფა ავტოტროფებად (ქემოსინთეზიკოსები)და ჰეტეროტროფებად (პარაზიტები, საპროფიტები). არჩევენ სასარგებლო და საზიანო ბაქტერიებს. სასარგებლოა:რძემჟავა, ძმარმჟავა, ერბომჟავა, დუღილის, აზოტმაფიქსირებელი; საზიანოა: ლპობის, ცელულოზადამშლელი,დაავადების გამომწვევი (ქოლერა, ტიფი, განგრენა)ბაქტერიები. ზოგიერთ ბაქტერიას გააჩნია ქემოსინთეზის უნარი. ქემოსინთეზი ნივთიერებათა დაჟანგვით ენერგიის მიღების საშუალებაა
    ბაქტერიები მრავლდებიან დაყოფით და ეკოსისტემაში რედუცენტები არიან.
    ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები. შეფერილობა: მოცისფრო-მომწვვანო, ზოგი მუქი მწვანე. შეიცავს პიგმენტებს. გვხვდებაროგორც ერთუჯრედიანი, ისე კოლონიური და მრავალუჯრედიანი სიცოცხლის ფორმები.
    გარსი შეიცავს ცელულოზას. ზოგჯერ გარსი ლორწოვანია, არ აქვს დიფერენცირებული ბირთვი, ქლოროპლასტები.ციტოპლაზმაში მოთავსებულია მემბრანები, პიგმენტები, ნუკლეპროტეიდები. მრავლდება დაყოფით. არახელსაყრელპირობებში წარმოქმნის ცისტას.
    სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები
    ვირუსები (ლათ. შხამი) სიცოცხლის არაუჯრედული ფორმებია,
    მცირე ზომის. მათ გამრავლების თავისებურება ახასიათებთ: შეიჭრებიან რა ცოცხალ ორგანიზმში, აიძულებენ უჯრედებსთავისივე მასალით ააგონ მისი მსგავს, ამიტომ სხვა ცოცხალი ორგანიზმის გარეშე ვირუსებს არსებობა არ შეუძლიათ.
    ვირუსების აგებულება: გააჩნიათ ცილოვანი გარსი და რნმ-ს ან დნმ-ს ჭიმი. იმ ვირუსს, რომელიც სახლდება მხოლოდბაქტერიულ უჯრედებზე, ბაქტერიოფაგი ეწოდება.